კლუბი „ლეონი“ ჩამოყალიბდა 2022 წელს ქ.ფოთში,მალთაყვის უბანში.
მალთაყვის უბანი ნახევარ საუკენეზე მეტია წყლის სახეობების (კაიაკინგი,ნიჩბოსნობა) განვითარების კერაა.
წარსულში ფოთი და მალთაყვა მასპინძლობდა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის სპორტსმენებს ზამთრის პერიოდში,ეს იყო სავარჯიშო ბაზა ზამთრის პერიოდში.
ფოთში ვარჯიშობდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ნიჩბოსნობაში იური ტიუკალოვი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიაჩესლავ ივანოვი.
ფოთში გაიზარდა ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ კრატასიუკი.
ფოთში უნიკალური კლიმატური და გეოგრაფიული პირობებია წყლის სახეობებისთვის.
ზამთარში საშუალო ტემპერატურაა +12 ,ზაფხულში საშუალო ტემპერატურაა +30.
გეოგრაფიული პირობები:შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებულ სანავსადგურო ქალაქ ფოთს გარს აკრავს და კვეთს საქართველოში ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარე რიონი, პალიასტომის ტბა,მდინარე კაპარჭინა,მდინარე დედაბერა.
ზამთრის პერიოდში ქვიშიანი პლიაჟი და თბილი ზღვა ქმნის შესანიშნავ პირობებს სანაპირო ნიჩბოსნობის განსავითარებლად.

კლუბი „ლეონის“ მიზნები:
- სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლება
- ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდა
ჩვენ გაგვაჩნია სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია სანიჩბოსნო ტრენაჟორებით. გვაქვს მძიმე ათლეტიკის და ტანვარჯიშის დარბაზები, საკმარისის ოდენობის ნავები, ნიჩბები, სამი კატარღა, სავარჯიშო პირობები, ელინგი.

მწვრთნელთა შემადგენლობა და მხარდაჭერა:
- იური ბონდარენკო, უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი
- როლანდ კიოპკე, გერმანიის დამსახურებული მწვრთნელი.
სპორტსმენებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იური ბონდარენკო, სპორტსმენთა მომზადების პროგრამული უზრუნველყოფის ავტორია როლანდ კიოპკე,
გვაქვს სპორტსმენებისთვის სასადილო და სასტუმრო.
სასადილოში კვება გათვლილია სპორტულ დატვირთვებზე.
შეგვიძლია მივიღოთ და ვუმასპინძლოთ სპორტსმენთა ჯგუფებს სპორტული შეკრებებისთვის.