ვახტანგ ალანია

პრეზიდენტის მიმართვა

ძვირფასო სპორტსმენებო და მწვრთნელებო, 2022 წელს დავაფუძნეთ სპორტული კლუბი „ლეონი“,გვსურს საქართველოში ჩვენი კლუბი გახდეს წყლის სახეობებში წამყვანი.

ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ახალგაზრდა სპორტსმენები და ხელი შევუწყოთ ჩამოყალიბებული სპორტსმენების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას.

ჩვენ შეგვიძლია,ნებისმიერი სხვა სახეობის სპორტსმენს შევთავაზოთ გამძლეობის და ძალისმიერი გამძლეობის ამაღლების ვარჯიშები. ამისთვის გვაქვს ყველა საშუალება:

  • კლუბი მდებარეობს ქ.ფოთში,მალთაყვის უბანში,მდინარე კაპარჭინასთან,რაც გვაძლევს საშუალებას ვივარჯიშოთ მთელი წლის განმავლობაში,ზამთარ-ზაფხულ.მდინარე კაპარჭინა ტრადიციული ადგილია,სადაც ვარჯიშობდნენ საბჭოთა კავშირის დიდი სპორტსმენები.
  • გაგვაჩნია ჩვენი ტერიტორია,ელინგი,თანამედროვე ნავები, მწვრთნელისთვის კატარღები,ნიჩბები
  • გვაქვს სპორტული დარბაზი,სასადილო და სასტუმრო,სადაც შეგვიძლია მივიღოთ შეკრებაზე სპორტსმენები,როგორც გუნდურად,ისე ინდივიდუალურად
  • ჩვენთან მუშაობენ გამოცდილი მწვრთნელები: როლანდ კიოპკე (გერმანია) და იური ბონდარენკო(უკრაინა),რომელთა გაწვრთნილ სპორტსმენებს მოუგიათ არაერთი პრესტიჟული მსოფლიო შეჯიბრის საპრიზო ადგილები.

დარწმუნებული ვარ,მომავალში სპორტული კლუბი „ ლეონი „ არაერთ სპორტსმენს გაუკვალავს გზას მსოფლიო არენაზე და ასახელებს ჩვენს ქალაქს.

სპორტული კლუბი „ლეონის“ პრეზიდენტი ვახტანგ ალანია